სამართალი
შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის დროს ლევან -ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ლევან მ. თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია ექსპერტიზები.