პოლიტიკა
„ასოცირების ხელშეკრულება ვერ დაგვავალდებულებს, რომ ერთნაირსქესიანი პირები დავაქორწინოთ!“ - თეა წულუკიანი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 მისი თქმით, ამ მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერც გვექნება.

 „ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ.

 მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად", -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.