პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: „რესპუბლიკელები ცდილობენ, ხელი შეუწყონ მამაკაცის მამაკაცზე და ქალის ქალზე დაქორწინების დაკანონებას“

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „SOS! მორიგი ღალატი, რომელსაც რესპუბლიკელები სჩადიან. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ", -  მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 „პატივცემულ პარლამენტის თავმჯდომარეს, ეტყობა, ხალხი ბნელი ჰგონია, ხოლო თავისი თავი - არისტოტელე. პატივცემული აცხადებს, რომ ქორწინების საკითხი ორგანულ კანონში ისედაც გაწერილია და აღარ საჭიროებს კონსტიტუციაში ჩაწერას. სწორედ ეს არის უდიდესი მზაკვრობა, რაც „რესპუბლიკელებს" აქვთ ჩაფიქრებული. როდესაც ორგანულ კანონში წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში არ არის ფიქსირებული, თუ რას ნიშნავს მეუღლეები, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს ორგანული კანონის ამ მუხლის გაუქმება იმ მოტივით, რომ ეს მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ძალზედ ადვილად მოიგებს სასამართლო დავას (მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად ნაცების და ბოკერიას დაკომპლექტებულია). ანუ, თუ ამ პარლამენტმა არ მიიღო ჩვენს მიერ ინიცირებული შესწორება, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაშინ მომავალ პარლამენტს არ ექნება არანაირი საშუალება, რომ იურიდიულად წინ აღუდგეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იდენტურსქესიანთა ქორწინება ფაქტობრივად თუ იურიდიულად დაკანონდება. „რესპუბლიკელები" ცდილობენ, ხალხის იურიდიულ ნორმათა არცოდნა სათავისოდ გამოიყენონ და ხელი შეუწყონ მამაკაცის მამაკაცზე და ქალის ქალზე დაქორწინების დაკანონებას. დადგა დრო, რომ ჩვენ,  ხალხმა დავიწყოთ მასობრივი მოძრაობა ქართველთმოძულეთა წინააღმდეგ. არცერთი „რესპუბლიკელი" და „ნაცი" მომავალ პარლამენტში! ჩვენთან არს ღმერთი!!!" - წერს, კერძოდ, ბრეგაძე.