აქტუალური
„დადგა დრო, მივიდეთ „რესპების“ ოფისთან და ვუთხრათ, რასაც ვფიქრობთ საქართველოს მოღალატეებზე!” - ნიკოლოზ მჟავანაძე

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტია საქართველოს დაუძინებელი მტერია. ამის შესახებ იგისოციალურ ქსელში წერს:

 „მგონი დადგა დრო მივიდეთ „რესპების" ოფისთან და ვუთხრათ რასაც ვფიქრობთ საქართველოს მოღალატეებზე, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის სულიერ შთამომავლებს.

 პირადად ჩემთვის რესპები არიან ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები",- აღნიშნავს მჟავანაძე.