ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლს ადგილს უცვლიან
ძეგლების მიმართ ანტიპატიურად განწყობილი ხელისუფლების მომდევნო სამიზნე ნიკოლოზ ბართაშვილის ძეგლია. იგი სხვაგან გადააქვთ, რადგან მის ადგილას საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აშენდეს. შენობის პროექტის ფოტოები ინტერნეტით უკვე გავრცელდა. მერიაში, როგორც ყოველთვის, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ''არაფერი იციან''.
მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომლის - ნანუკა ზაქარეიშვილის განცხადებით, მაკეტი, რომელიც მედიით გავრცელდა, „ვიღაცამ საკუთარი ინიციატივით გააკეთა და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს“. ჯერჯერობით უცნობია, რომელ უბანში გადაიტანენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლს.