უცხოეთი
მოსკოვმა გააფრთხილა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა „პრევენციული ბირთვული იერიშის“ შედეგებზე

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. აშშ-ისა და მსახრეთ კორეის წვრთნები, რომლებშიც შესაძლო იერიშის ობიექტად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მიიჩნევა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.

 „ფხენიანში მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ამით კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა საბოლოოდ დაუპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცემს  მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძველს  სახელმწიფოს მიერ თავდაცვის უფლებით, რომელიც გაეროს წესდებაშია ჩადებული“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.