საზოგადოება
საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, ავტოიმპორტიორებთან თარიღზე შეთანხმება უკვე მოხდა და კანონპროექტში ამ კუთხით საბოლოო ცვლილება განხორციელდა.
რაც შეეხება შს სამინისტროს კანონპროექტში არსებულ სხვა რეგულაციებს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მუშაობა დეპუტატებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება.