საზოგადოება
ქალისა და კაცის ერთობა კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული - ინიციატივას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმიანებიან

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მთავრობის ხელმძღვანელის მიერ გახმაურებულ ინიციატივას, რომ ქორწინება - ქალისა და კაცის ერთობის სახით, კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული - პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმიანებიან.

 სიახლეს ქართულ ოცნებაში“ მხარს უჭერენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან - პრემიერის განმარტებით, საქმე ეხება არა საკითხის შინაარს, არამედ მისი განხორციელების გზებს.

 ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ კონსტიტუცია ამ საკითხს ისედაც არეგულირებს და მასში დამატებითი ჩარევა მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება.

 კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილის შეფასებით, ცვლილება უსარგებლო იქნება და ამით მოხდება კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტება.

 „ერთადერთ ახსნას ვხედავ ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკურ ახსნას“, - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.