სამართალი
საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა. მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
მადლობის სიგელები ქალბატონებს მათსავე სამუშაო ოთახებში სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებმა პირადად გადასცეს და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.