საზოგადოება
ნაძვის ხის უკანონო მოჭრაზე დღეიდან კანონი მკაცრდება

nadzvis-mochraსაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვის ინსპექციამ ნაძვის ხის ჭრაზე კონტროლი გაამკაცრა. დღესვე ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც, ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრა და ტრანსპორტირება 1000 ლარით დაჯარიმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ლევან მხეიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. როგორც საქინფორმს სამინისტროში აცნობეს, საბაჟო მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ საექსპორტოდ გამზადებულ ნაძვს. არის თუ არა ნაძვი ტყის მასივში მოჭრილი ან კერძო მეურნეობებში მოყვანილი, ამას სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები არკვევენ. სპეციალურ მეურნეობებში მოჭრილი ნაძვების რეალიზაცია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგაა ნებადართული.