სამართალი
საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მათ 8 მარტი მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვადაზე ადრე წოდება მიენიჭათ და მადლობის სიგელები გადაეცათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული ქალბატონების რიცხვი თანამშრომლების საერთო რაოდენობის 17%-ს შეადგენს.