პოლიტიკა
შეერთებული შტატები მაისში საქართველოში სამხედრო წვრთნებს გეგმავს

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის მეთაურმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

წვრთნები სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში გასულ წელსაც გაიმართა.

სპეციალურად ამისათვის შავი ზღვის გავლით საქართველოში სატანკო და საჰაერო სადესანტო ასეული შემოვა.

ბენ ჰოჯესის თქმით, შეერთებული შტატები გაზაფხულზე სამხედრო წვრთნების გამართვას თურქეთში, პოლონეთსა და გერმანიაშიც აპირებს.