აქტუალური
ევროკავშირი თურქეთს კიდევ 3 მლრდ ევროს გადაუხდის, ოღონდ მან მიგრანტები შეაჩეროს!

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის სამიტი მიგრანტებთან დაკავშირებით თურქეთისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფით დასრულდა.

ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ანკარას კრიზისის მოსაგვარებლად კიდევ 3 მილიარდი ევრო გადაეცემა.

გარდა ამისა, დაჩქარდება თურქეთთან უვიზო მიმოსვლა. სანაცვლოდ ანკარა უკან მიიღებს ევროპაში თურქეთის გავლით გადასულ მიგრანტებს.

ევროკავშირი ეგეოსის ზღვის გავლით სირიელების უკანონო და სახიფათო მიგრაციის პროცესის გაკონტროლებასაც გეგმავს.