უცხოეთი
საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „როგორც ჩანს, ჩვენი გზა ევროკავშირისკენ 100-პროცენტიან პროტექტორატზე გადის. ჩვენი მმართველი ელიტა ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია, ესე იგი მას სხვები შექმნიან. ეს დამამცირებელია, სამარცხვინოა. თუმცა, სხვა გზას ვერ ვხედავ...
გადატვირთვა მესამე მაიდანის სახით? თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებაში პატიოსანი და კომპეტენტური ხალხი მოვა? სად არიან ისინი? და ხომ არ „აღზრდის ხელახლა“ მათ ძირგამომპალი, კორუმპირებული საზოგადოება? სამწუხაროდ, ჩვენ გვჭირდება ოკუპაცია და არა ქართული, არამედ გერმანული. 50 წლით მაინც“, - განაცხადა თავის ფეისბუქ-გვერდზე უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა სტანისლავ რეჩინსკიმ.