საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

 „აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა", - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია.