სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა . დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული 8,29806 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,87174 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით მამუკა ნ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.