პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: „2016 წლის არჩევნები თავისუფალი არ იქნება. საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება“

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. შესაძლოა, საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდეს, რის თაობაზეც მოლაპარაკება პარტიებს შორის უკვე დაწყებულია — ამის შესახებ საქართველოს პატიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“, ზვიად ავალიანის თოქშოუ არგუმენტების დროში განაცხადა.

 „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური პარტიების ფართო გაერთიანება, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არასაპარლამენტო ოპოზიციის იდეის გარშემო გაერთიანების თაობაზე, რათა ჩვენ ასეთ ფორმატში გავიდეთ არჩევნებზე, თუმცა, არის ერთი მთავარი პირობა პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რომ რამდენიმე თვეში ამ შემადგენლობამ თავიდან ბოლომდე უნდა შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შექმნას მართლაც სამართლიანი და თავისუფალი გარემო არჩევნებისთვის და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ის არჩევნები, სადაც ხალხი გამოხატავს მართლა მის თავისუფალ ნებას. 2016 წლის არჩევნები რომ თავისუფალი არ იქნება, ჩვენ ეს უკვე წინასწარ ვიცით“, — აცხადებს ინაშვილი.