აქტუალური
სააკაშვილისა და ახალაიას ცოლები კენჭს ზუგდიდში იყრიან!

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატებად ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე მიშკა სააკაშვილის ცოლის - სანდრა რულოვსისა და სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის მსჯავრდებული ბაჩანა ახალაიას ცოლის - ანი ნადარეიშვილის წარდგენა ჰქონდა განზრახული.

 ამ საკითხზე კონსულტაციები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა, რომელმაც თანაპარტიელებს ურჩია, ამ საკითხზე მოლაპარაკება თავად რულოვსთან გაემართათ. სანდრა რულოვსს გიგა ბოკერია უნდა დალაპარაკებოდა. თუმცა, რულოვსმა ბოკერიას უთხრა, რომ შემდეგ დაელაპარაკებოდა“, – განუცხადა for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

 „რულოვსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მან უნდა გადაწყვიტოს, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება თუ არა. ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკა გამოუვა, რადგან პოლიტიკის ნაწილი ყოველთვის იყო. ის გაცილებით უფრო აქტიური ჯერ კიდევ 2004 წლამდე იყო და ბევრი რამის გარკვეული სიმბოლოცაა, მათ შორისმიხეილ სააკაშვილის“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე.

 სანდრა რულოვსი სიის პირველი ნომერი რომ არ იქნება, ამის თაობაზე ლევან თარხნიშვილიც საუბრობს: ასეთ ადამიანს ნებისმიერი პარტია ისურვებდა, მაგრამ ეს სანდრას გადასაწყვეტია, რადგან მას საზოგადოებისთვის არანაირი ნიშანი არ მიუცია, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს.

 რულოვსთან კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანიც: ახალი სახეები იქნება და მათზე ვმუშაობთ. რაც შეეხება სანდრას, მან კომენტარი თვითონ გააკეთა. ის, რომ 29 თებერვალს სია აქტიურად განიხილებოდა, იმას ნიშნავს, რომნაციონალური მოძრაობასწორ გზაზე დგას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 for.ge-ს ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“, რეიტინგიდან გამომდინარე, სიის პირველ ნომრად დავით ბაქრაძე სურს. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ სანდრა რულოვსის პირველი ნომრობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველ ნომრობას ნიშნავს, რაც პარტიისთვის მომგებიანი არ იქნება.

წყარო: for.ge