აქტუალური
თბილისში FIAT-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

fiatiთბილისში იტალიური ავტოსამშენებლო კომპანია FIAT-ის წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა. იქვე განთავსებულია სალონი, სადაც ამ ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელები, მათ შორის FIAT-500-ია წარმოდგენილი. სალონი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის გარანტიაა. საქართველოში FIAT-ის ოფიციალური დისტრიბუტორი „სტრადა მოტორსი“ იქნება. ამ ეტაპზე კომპანიამ უკვე დაასაქმა 70 ადამიანი.  სალონში, ასევე, იმუშავებს ტექმომსახურების ცენტრი.