საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის ვაჟი ბილალ ერდოღანი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად იტალია დაეტოვებინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბილალ ერდოღანის იტალიიდან გამგზავრების მიზეზი მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის გამოძიების დაწყება გახდა.
35 წლის ბილალ ერდოღანი ბოლონიაში ოჯახთან ერთად გასული წლის შემოდგომიდან ცხოვრობდა. ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფილიალში დისერტაციაზე მუშაობდა.
როგორც სააგენტო ANSA წერს, ერდოღანის ვაჟმა მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიწერა, რომელშიც აცნობა, რომ ბოლონიაში მისი უსაფრთხოება პრობლემური საკითხი გახდა როგორც იტალიის, ისე თურქეთის მთავრობებისთვის.
ბილალ ერდოღანის წინააღმდე ბოლონიაში გამოძიების დაწყების მიზეზი თურქი ბიზნესმენის ჰაკან უზანის საჩივარი გახდა. საფრანგეთში მცხოვრები უზანის მტკიცებით, მან თურქეთში მსხვილი სამშენებლო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები ერდოღანის რეჟიმის კრიტიკის გამო დაკარგა.