საზოგადოება
„პრემიერმა მწვავე საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს,რათა კოალიციაში სიტუაცია დარეგულირდეს“ - პაატა ჯიბლაძე

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. „პირველ პრესკლუბში“ სტუმრობისას "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადება, რომლის მიხედვით მან  კოალიციაში დაპირისპირების მოსაგვარებლად, შესაძლოა, საკადრო ცვლილებებს მიმართოს, გამოწვეულია იმ საჭიროებით, რომ კოალიციაში არსებული გარკვეული ძალების ამბიციები მოთოკოს.

 “რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს 0%-იანი პარტიები არ იჯდებოდნენ პარლამენტში და არ გამოხატავდნენ იმ უზარმაზარ ამბიციებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაც მათ გააჩნიათ, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები მინისტრებიც არ იქნებოდნენ.

 ამიტომ, თუ მართლა სხვა გამოსავალი არ რჩება პრემიერს, უნდა მიიღოს მწვავე საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, დაარეგულირებს სიტუაციას, მეორე მხრივ, კოალიციაში მყოფ ამბიციამოძალებულ პოლიტიკურ ძალებს დააოკებს“, -  განაცხადა ჯიბლაძემ.