საზოგადოება
ეკომიგრანტთა 215 და 145 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. 200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება და ეს პროცესი გაგრძელდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკომიგრანტების წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

მთავრობამ სხდომაზე ასევე მიიღო გადაწყვეტილება 145 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების შესახებ.