პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია კოალიციის დატოვებას არ აპირებს - ხიდაშელი

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, იგი მინისტრის პოსტის დატოვებას არ გეგმავს. მისივე განმარტებით, რესპუბლიკელების პრემიერთან შეხვედრის თაობაზე საკმარისად გაკეთდა განმარტებები.

 "ნათლად იყო ამ თემაზე განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მე არ მგონია, რომ ვისაც უნდა, გაიგოს, რა ითქვა, რაიმე აქ რთული იყოს გასაგებად. მე ამის შესახებ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ორივე მხარემ, ორივე სუბიექტმა გააკეთეს განცხადებები ამის შესახებ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.