ლაგოდეხის ვეტერინარიის სამსახურის უფროსის დაკავების მიზეზები უცნობია
ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველომ, ლაგოდეხის ვეტერინარიის სამსახურის უფროსი ლევან გელაშვილი დააკავა. ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ინფორმაცია, თუ რის გამო მოხდა გელაშვილის დაკავება.
ეს ინფორმაცია ჩვენთვის რადიო „ჰერეთიდან“ გახდა ცნობილი, მათი კორესპონდენტი კახა კუპატაძე დაკავების დეტალების გარკვევას ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის რეგიონალურ სამმართველოში შეეცადა, თუმცა იგი სამსახურის შენობაშიც კი არ შეუშვეს.