აქტუალური
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ამოცანას პრაქტიკაში დღემდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ ნაკლოვანებების რიგს მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსება, რაც არაეფექტიანი იყო  და ვერ უზრუნველყოფდა შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის განმტკიცებას.

სწორედ ამან განაპირობა მეტი ჰუმანური მიდგომების შემოღება ახალ სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უქმდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა - ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება). ამასთან, ზოგიერთი ადმინისტრაციული  დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება უფრო მკაცრი და ადეკვატური.