უცხოეთი
დემოკრატია ნატოსებურად: თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის "Zaman" ოფისი შტურმით აიღო

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 საპროტესტო აქცია "ზამანის" ოფისთან მას შემდეგ გაიმართა, რაც სტამბოლის სასამართლომ გაზეთისთვის ე.წ. გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს.

 "ზამანის" წარმომადგენელთა ცნობით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ე.წ. გარე მმართველები გამოცემის ქონების კონფისკაციით იმუქრებოდნენ.

 "ზამანი", რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა. არსებობს მოსაზრება, რომ გაზეთს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, პრეზიდენტ რეჯე თაი ერდოღანის მოწინააღმდეგესთან, ფეთჰულა გიულენთან აქვს კავშირები.

 ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს. ამერიკული საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება ვალდებულია, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოს.