პუბლიკაციები
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 10 მარტს, 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან სოფლის მეურნეთა ასოციაცია და ერეკლე მეორის საზოგადოება გამართავს აქციას - “რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელია”.
აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ასევე თხოვნით მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს - გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.