უცხოეთი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში პოლიციასა და ქურთებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. დაკავებულია 33 ადამიანი, რომლებიც ქალაქ დიარბაქირში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
უკვე რამდენიმე თვეა ქურთები ქვეყნის არმიის მიერ დაწყებულ სპეც ოპერაციას პერიოდული აქციებით აპროტესტებენ.
პარალელურად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქურთების პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სიდიდით მესამე ოპოზიციური ძალაა თურქეთში, ტერორისტებთან თანამშრომლობასა და არეულობის მცდელობაში ბრალი დასდო.