უცხოეთი
ობამამ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს მიღებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინის მოვლენები გახდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის. ორი წლის წინ მიღებული სანქციების ვადა 6 მარტს იწურებოდა. შავ სიაში, უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაღალი თანამდებობის მქონე რუსი პოლიტიკოსები შედიან. პრეზიდენტმა ობამამ სანქციები ძალაში კიდევ ერთი წლით დატოვა.