უცხოეთი
ორი მოღალატე შეხმატკბილდა (ვიდეო)

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. სსრკ-ის პირველმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა, თავისი 85 წლის იუბილის აღსანიშნავ წვეულებაზე დუეტში იმღერა როკ-ჯგუფ „Машина времени“-ის ლიდერ ანდრეი მაკარევიჩთან.

პოლიტიკოსმა და მუსიკოსმა გიტარის თანხლებით შეასრულეს კლავდია შულჟენკოს სიმღერა „Старые письма“, იტყობინება LifeNews. ბანკეტი გაიმართა სამშაბათს, 2 მარტს, მოსკოვში, Radisson-ის ერთ-ერთ ოტელში (ვიდეო იხ. აქ).

2 მარტს გორბაჩოვს იუბილე მიულოცა ერთ-ერთმა უდიდესმა პორნოსაიტმა - ამერიკულმა რესურსმა xHamster შეცვალა მთავარი გვერდის დიზაინი.

2 მარტს გორბაჩოვს 85 წელი შეუსრულდა. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა. პოლიტიკოსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ ასაკამდე სიცოცხლე ყოველდღიურად ფეხით სეირნობით გაიხანგრძლივა.