საზოგადოება
„მინდა დავეთანხმო პრემიერს - ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო, ჩანს ამ განცხადებიდანაც", - ზურაბ ტყემალაძე

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის განცხადებას კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

 "მინდა დავეთანხმო მას იმაში, რომ ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო, თავისთავად ჩანს ამ განცხადებიდანაც. ასევე დავეთანხმო, რომ ჯარის პოლიტიზირება და ჩართვა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება, რომ თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კოალიციის ლიდერმა, ჩვენ დავემორჩილებით.

 თუ იქნება მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ზედმეტი ვიქნებით კოალიციისათვის, რა თქმა უნდა, უხმოდ და ყოველგვარი ისტერიკების გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, განსხვავებით ყველა იმ პოლიტიკური პარტიისაგან, რომელიც შესაძლოა, რომ ტოვებს თავის კოალიციას, მერე ისტერიკას მართავს ხოლმე", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.