სამართალი
ირაკლი ლექვინაძე: „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ასეთი ტიპის აქციები ყოველთვის იმატებს“ (ვიდეო)

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ასეთი ტიპის აქციები ყოველთვის იმატებს და ალბათ, გარკვეულწილად, ასეთი ღონისძიებების უკან მართული პროცესი დგას. ამის მიუხედავად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უკვე მიიღო მეტროპოლიტენის მემანქანეთა პროფკავშირისგან წერილი, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული და ბუნებრივია, ეს მოთხოვნები დამუშავდება“ -

აღნიშნული განცხადება (ვიდეო იხ. აქ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პროტესტთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა.