პოლიტიკა
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კოალიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 3 მარტს, 10 საათსა და 50 წთ-ზე სოციალური ქსელით გავრცელდა, თუმცა რამდენიმე წუთში ის პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან აიღეს და მალევე სახეცვლილი დაიდო. პირველ ტექსტში ეწერა: “თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“. ახალ ვერსიაში კი თავდაცვის მინისტრის სახელი და გვარი დაკონკრეტებული აღარაა და ტექსტი ასეთია: “თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“.