აქტუალური
რიმა ბერაძე დევნილთა იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც დადიანის ქუჩაზე გადაეცათ ბინები

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე დევნილთა ოჯახებს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 132  ოჯახს ბინები დადიანის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში გადაეცა, ხოლო 2016 წელს თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.