„მე მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ამ საბაგირო ხაზთან იყო დაკავშირებული უკვე აღმოფხვრილია, საცდელი ასვლაც უკვე განხორციელებულია და ის ინფორმაცია, რომ თითქოს სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა, სრული სიცრუეა. აქ, უბრალოდ, მუშაობის პროცესში „გაიკების“ ცდომილება იყო, სეზონი კი 24-ში გაიხსნება“.
სეზონის საზეიმოდ გახსნაში ეჭვი ქართველ ხალხს არ ეპარება, რადგან ჩვენმა პრეზიდენტმა უკვე მიგვაჩვია შადრევნების, ხიდების, სტადიონებისა და სპოტული კომპლექსების პომპეზურად გახსნებს, მაგრამ უნდა მივენდოთ თუ არა საბაგიროს, რომელზეც ის იტალიელი მშენებლები, რომლებიც დასახმარებლად მათ თავად მოიწვიეს, ამბობენ, რომ ჯერ არ არის მზად ასვლის განსახორციელებლად, ეს არის მთავარი საკითხი, წითელი ლენტი, ფეიერვერკები, შამპანურის ფუჟერები და თანაგუნდელების აღფრთოვანებული ტაში კი მოიცდის.