აქტუალური
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების

უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე დააკავეს.

გიგა კიკნაველიძემ მოქალაქეს 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა.

კიკნაველიძემ ქრთამის სახით მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.