საზოგადოება
საქართველოში მიმდინარე ანტირუსულ პროპაგანდაში თავდაცვის მინისტრის მეგობარი და თანაპარტიელი - გარემოს დაცვის მინისტრი ჩაერთო

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის მიერ 3 მარტს გავრცელებულ განცხადებას კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავდაცვის მინისტრი.

 კომენტარი გააკეთა მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია.

 "წინასაარჩევნოდ, როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ, მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მაცხოვრებელთა გარკვეულ ნაწილში, ძალიან გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა. მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ნიჰილიზმის დათესვა და დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის  თურმე და ყველაფერი საუკეთესო ჩრდილოეთიდან, ეს მზეც ჩრდილოეთიდან რომ ამოდის, ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.