საზოგადოება
"სადაც არ უნდა წახვიდე, იქ მოგთხოვ პასუხს!" “თქვენ როგორ ბედავთ კორუფციაზე ლაპარაკს?!" - ელისაშვილის კაკაბაძის წინააღმდეგ (ვიდეო)

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. დაპირისპირება მოხდა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ნანა კაკაბაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის. გადაცემა "პრიორიტეტებში" გადაცემის სტუმრები დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზე საუბრობდნენ, სადაც ბესელიამ ალეკო ელისაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა (ვიდეო იხ. აქ). კაკაბაძემ ელისაშვილისგან მოითხოვა პასუხი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ელისაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში პატიმრები კორუფციაში ადანაშაულებდნენ.