საზოგადოება
შესაძლებელია გალის რაიონი ძველ საზღვრებში აღდგეს

enguriროგორც ცნობილია, აფხაზური ხელისუფლების გადაწყვეტილებით გალის რაიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილები ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონებს მიუერთდა, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხალხს ცნობების ასაღებად ოჩამჩირესა და ტყვარჩელში უწევს სიარული. გავრცელებული ვერსიით, ამ პრობლემის მოგვარება რუსებმა აიღეს თავის თავზე. ანუ რუსების სურვილია, რომ გალის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი თავის ძველ საბჭოთა პერიოდის საზღვრებში აღდგეს, რაც გააიოლებს ადგილობრივ მცხოვრებთა საარსებო პირობებს.