სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდა

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ესაუბრა.

როგორც შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გახსნის მიზნით.

შს მინისტრის თქმით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს.