აქტუალური
„მუხროვანის თემაზე ვალდებული ვარ, პასუხი გავცე“ - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა საგარეჯოს არჩევნებში სამხედროების მონაწილეობის დეტალები.

 „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს სამხედრო შენაერთი გააუქმა ბაჩო ახალაიამ თავისი ბოლო ბრძანებით, სანამ ის გადავიდოდა შსს-ში და წაიყვანა შსს-ში. შესაბამისად, იქ ეს შენაერთი აღარ არსებობდა და ისინი იქ ხმას ვერ მისცემდნენ... შემდეგ შაშკინმა კვლავ დააბრუნა ის შენაერთი შეიარაღებულ ძალებში, შესაბამისად, ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ის უკვე იყო შეიარაღებულ ძალებში.

 2012 წელს დგება ავღანეთთან დაკავშირებული გრაფიკი და ეს შენაერთი ხვდება ავღანეთში გასაგზავნთა როტაციაში. შესაბამისად, ავღანეთში მყოფი შეიარაღებული ნაწილი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ვერანაირ არჩევნებში ადგილობრივი არჩევნების დროს 2014 წლის ბოლოს.

 მარტო ვიდეომასალა არ არის. მე მაქვს აქტები, ბრძანებები - ნომრებად, რიცხვებად, როდის შევიდა, როდის გავიდა, როდის წავიდა „კრწანისში“, როდის წავიდა ავღანეთში, როდის დაბრუნდა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.