აქტუალური
„ჩვენი მთავრობა ნატოა და ყველა მინისტრი მხარს მიჭერს!“ თინა ხიდაშელი

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „ჩვენი მთავრობა ნატოა! და კოალიცია „ქართული ოცნება“ - ეს ნატოა! არ არსებობს არავითარი უთანხმოება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის თაობაზე და მთავრობამ და მმართველმა კოალიციამ ნატოსთან ასოცირება უნდა მოახდინონ! მე ვიცი მთავრობის პოზიცია, და ვერ დავინახე, რომ რომელიმე მინისტრმა არ გასცა პასუხი ჩემთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას.

 "მოთხოვნილება - სიმაღლის მიხედვით დავეწყოთ ყველანი, ტელევიზორში გამოვვარდეთ და მხარდამჭერი განცხადებები ვაკეთოთ, არ მქონია...

 არ ჩამიტარებია პრესკონფერენცია და ამ წუთამდე არც არავის მოუსმენია ჩემი განცხადება იმ ცნობილ პროცესთან დაკავშირებით, ხელმოწერები რომ შეგროვდა და თამარ სანიკიძე ქვეყნის, ქრისტიანობის და ლამის ყველაფრის მგმობელად და დამღუპველად გამოაცხადეს.

 არ მქონია შესაძლებლობა განცხადების გაკეთების. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამაზე მე სხვა აზრი მაქვს? რომ ის განცხადება თუ პასკვილი, რომელიც შეუთხზეს განათლების მინისტრს, სწორია?

 არის რაღაცები, რაც ჩვეულებრივი ამბავია და არ გიჩნდება კითხვები",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.