აქტუალური
აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.

 გაცნობითი ბრიფინგის დროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ შერილ ლაიონს ცენტრის ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 „მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგვადგება, რომ ურთიერთთავსებადობის ამაღლების მხრივ აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის უფრო ეფექტიანი გეგმა დავსახოთ. საქართველოში ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, შევიმუშავოთ ეფექტიანი ტაქტიკა და პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია“, - განაცხადა მთავარმა სერჟანტმა შერილ ლაიონმა.