აქტუალური
იანვრიდან მიწის გადასახადი გაიზრდება

misiw_gadasaxadiსაგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, იანვრიდან მიწის გადასახადი გაიზრდება. ახალი ტარიფი ჰექტარზე 50-150 ლარია და ის მიწის მოსავლიანობის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა გაურკვეველია, რა მექანიზმით დადგინდება, როგორ მოსავალს იძლევა ესა თუ ის ნაკვეთი.

კოდექსის 204-ე მუხლის მიხედვით, სათიბებსა და საძოვრებზე 1,5-20 ლარამდე ტარიფი წესდება, სხვა მიწებზე კი - 50-დან 100 ლარამდე. ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია ეს თანხა 50-დან 150 ლარამდე გაზარდოს.

გადასახადი ამა თუ იმ ტერიტორიის მოსავლიანობით განისაზღვრება, თუ რა რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი შეიძლება მოიყვანოს გლეხმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიწის ხარისხის გადახედვა მათი კომპეტენცია არ არის.