საზოგადოება
გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავის ცოლი სანდრა რულოვსი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის №1 იქნება

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. "ტვ პირველი" და ინგა გრიგოლიას “დღის ამბები” საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სიის სავარაუდო პირველ ხუთეულზე ინფორმაციას ავრცელებს. ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, სანდრა რულოვსი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ლიდერი იქნება ძებნაში მყოფი გაქცეული დამნაშავე მიშკა სააკაშვილის ოფიციალური ცოლი - ნიდერლანდების მოქალაქე, ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი. სიაში იქნებიან ადვოკატი ოთო კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარტიიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი. სავარაუდოდ, სიის პირველ ათეულში იქნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.