სამართალი
რუსეთი ხელს უშლის საქართველოს, დაიცვას აფხაზთა და ოსთა უფლებები მავთულხლართების მეორე მხარეს, მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წლის 29 თებერვალს ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მთავრობას ხელს უშლის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს  მყოფ მოსახლეობასაც  შესთავაზოს. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან თავიანთი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკანონო პასპორტიზაციის ახალი ტალღა, ადამიანთა გატაცების ფაქტები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად  არსებული გამოწვევებისა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროს ჩართულობა ადგილზე დარჩენილ მოსახლეობასთან.