აქტუალური
„აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია“ - კახა კალაძე

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება ბაქოდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ამ თემაზე საუბარი “სოკარის” პრეზიდენტთან შედგა. საქართველოს ვიცე პრემიერი ბაქოში სამხრეთ გაზსადენის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფებოდა, სადაც მთავარი თემა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა იყო - პროექტის ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კალაძემ “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი რამდენიმე დღეში, საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდება.