აქტუალური
„ჩემთვის სულერთია, კრემლს დაგვამონებენ თუ ბრიუსელს“ - ლევან ვასაძე

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ის განათლების კომიტეტის სხდომას დაესწრო. ლევან ვასაძის თქმით, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ბავშვის ზნეობრივი აღზრდა, როგორც კი სახელმწიფო ამაში ერევა, იქ კარგი არაფერი ხდება.

 "ჩემთვის სულერთია, კრემლს დაგვამონებენ თუ ბრიუსელს. მე მინდა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შვილების ბედნიერი მომავალი. ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ უკეთესი განათლება, მეტი მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, ისტორია, იმისთვის, რომ მათ კარგად ჩააბარონ უმაღლესში, იმისთვის, რომ ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები. ეს საგნები მათ არაფრისთვის არ ამზადებს, არცერთ უმაღლესში ჩასაბარებლად, არცერთი სახის პროფესიაში წარმატებისთვის. დაბოლოს, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალური დიქტანტის ფუნქციებს, ის ხდება ტოტალიტარული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ", - განაცხადა ლევან ვასაძემ.