საზოგადოება
“სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში!” - ზაზა ბურჭულაძე (ვიდეო)

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. „თი-ბი-სი“ ბანკის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული ლიტერატურული პრემია “საბას“ ლაურეტმა, საქართველოში მოდურმა, ლიბერტარიანულ და ლგბტ-წრეებში ანდერგრაუნდიანმა სცენარისტმა და მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ ამის შესახებ ტელეარხ „ტაბულას“ ეთერში დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში - „მძიმე კაცთან“ საუბრისას განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

 „ღმერთი არ მწამს და მე საერთოდ არ მჯერა იმ ინსტიტუციის, რომელიც ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა ექვს დღეში. ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში გამოსული მძიმე ცხოველები ჩვენ დავაძინეთ და დავხოცეთ, როდესაც მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. მე მგონი სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში”, – აცხადებს ბურჭულაძე.