საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო ხელისუფლების” წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მარნეულში მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა განცხადება გაავრცელეს (ვიდეო იხ. აქ), რომელსაც აქვე გთავაზობთ:
“მივმართავთ საქართველოს მთავრობას!
საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაუდებელი ზომები რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად! რუსეთის ფედერაციასთან დაალაგოს ეკონომიკური ურთიერთობა და ხალხს მიეცეს საშუალება რუსეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის!
Обращение к Президенту Российской Федерации Путину!
Народ Грузии обращается к Вам, Господин Президент, с просьбой отменить визы для граждан Грузии. Мы хотим дружить с Россией и за провокации Саакашвили наши народы не должны страдать! Народ Грузии уверен, что обещание Президента России об отмене визового режима будет выполнено в ближайшее время”, – ნათქვამია ორენოვან მიმართვაში.